კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

4 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8118 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები