კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა, დღეს, ჯამში - 5

2 ოქტომბერს საქართველოში Covid 19-ით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს, ეს გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა. სულ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა – 46-ია. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები