კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 43

CNN

2 ოქტომბერს საქართველოში Covid 19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა – 43-ია.

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები