კრიმინალი

ყაჩაღობა თბილისში - ტაქსის მძღოლზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს

shutterstock

სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობისთვის წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს - 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს. სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები - ნივთმტკიცების სახით ამოიღეს" - აცხადებს შსს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები