თენგიზ ცერცვაძე

PR: თენგიზ ცერცვაძე რჩებოდა და დარჩება ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი ბერიძემ საავადმყოფოსთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩებოდა და დარჩება ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად.

"ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა, დარჩება მმართველი პარტიის, პარტია ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად". – ამბობს ბერიძე.

გიორგი ბერიძე ასევე პასუხობს ჟურნალისტების კითხვას ცერცვაძის პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მას არასდროს ჰქონია სურვილი პარლამენტში მოხვედრილიყო.

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თენგიზ ცერცვაძეს არც არასდროს ჰქონია სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის ამ მოწვევის პარლამენტში, რომ მოხვედრილიყო პარლამენტში და თუნდაც დაეკავებინა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა". – თქვა ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ინფექციონისტმა პოსტი დატოვა. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.

კომენტარები