თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: დიახ, თანამდებობაზე ვრჩები

დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა და კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ცერცვაძემ 4 მაისს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ფიქრობდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას, რადგან "გულნატკენი და შეურაცხყოფილია".

კომენტარები