თენგიზ ცერცვაძე

PR: თენგიზ ცერცვაძე რჩება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის პოსტზე

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. თქვა ამის შესახებ კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე ცენტრის პრესსამსახურმა, გიორგი ბერაძემ. 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ბრიფინგი თავად იმუნოლოგს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, მედიის ადგილზე მისულ წარმომადგენლებს უთხრეს, რომ თენგიზ ცერცვაძე კომენტარს არ გააკეთებდა. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ინფექციონისტმა პოსტი დატოვა, თუმცა აქამდე ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. 

პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ინფექციურ საავადმყოფოს ის 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. პარალელურად, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ახალი კორონავირუსის პანდემიის მართვის პროტოკოლის ავტორი და Covid-19-თან ბრძოლის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრია. 

კომენტარები