არჩევნები 2020

პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე, "მეამბოხე" დიმიტრი ხუნდაძე ოცნების სიის 22-ე ნომერია

ტაბულა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქართული ოცნების საარჩევნო სიის 22-ე ნომერია. ის მმართველმა გუნდმა მაჟორიტარად არ წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძემ, გარდა იმისა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდა, გასულ წელს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი იყო 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარება.

"მაჟორიტარული სისტემის უპირატესობები კი უზრუნველყოფს ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს. ქართულმა ოცნებამ მიიღო ნაადრევი გადაწყვეტილება 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ" - ამბობდა ხუნდაძე. 

კომენტარები