არჩევნები 2020

ვაშაძე: 8 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას არცერთი დანაპირები არ შეუსრულებია

გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების 8-წლიან მმართველობას აფასებს და ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის მიცემული არცერთი დანაპირები არ შეუსრულებია. 

ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ერთადერთი, რასაც მმართველმა გუნდმა მიაღწია, არის 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, მათი გამდიდრებული ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი. 

"რვა წლის თავზე მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეშია, რვა წლის თავზე 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ხოლო კოვიდ-მდგომარეობის შედეგად, დამატებით 40 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ. რვა წლის თავზე სასამართლოს მართავს კლანი. რვა წლის თავზე გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია მისი გახსნის მაჩვენებელი, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა.

რვა წლის თავზე ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ, რვა წლის თავზე ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ ქვეყანათა სიაში. რვა წლის თავზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. რვა წლის თავზე ადამიანებს არ შეუძლიათ, გამოიკვებონ და პროდუქტი მიიტანონ სახლში. რვა წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები უსამართლოდ მაღალ პროცენტებს, 20-36%-ს იხდიან კვლავ მონოპოლისტურ ბანკებში". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, 31 ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი დღე, როდესაც საქართველომ "ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა". 

კომენტარები