Netflix

რუსულმა NETFLIX-მა LGBT თემატიკის ანიმაციებს 18+ რეიტინგი მიანიჭა

Netflix

რუსულ Netflix-ზე LGBT თემატიკის ანიმაციებს 18+ რეიტინგი მიენიჭა. 

ანიმაციური სერიალები და ფილმები სხვა ქვეყნებში შეზღუდვის გარეშე Kids TV სექციაშია მოხვედრილი. დაკვირვების შესახებ პასტაფარიანული ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიხაილ სამინმა სოციალურ ქსელში ილაპარაკა.

“ნეტფლიქსის ლოკალიზაციის ამბებს სწორედ ამიტომ შევხვდი გულგრილად. საბავშვო მულტფილმებს, რომლებიც წესით Netflix For Kids კატეგორიაში უნდა იყოს, ჩვენებურ ვერსიაში 18+ ნიშანი ადევს. მსგავს შემთხვევებში ნიშანს განმარტებაც ახლავს(მაგალითად Language, როდესაც ფილმში გინებაა), რუსულ ვარიანტში ახსნა არ გვხვდება. ძალიან ვწუხვარ, რომ რუსული ნეტფლიქსი ჩინურისგან განსხვავებული არაფრით იქნება”. – ამბობს სამინი.

სექტემბრის დასაწყისში Netflix-ის რუსული ოპერატორი ეროვნული მედია ჯგუფი გახდა. სავარაუდოდ, რეგულაციები კონტენტზე სწორედ მათ ეკუთვნით.

 

 

კომენტარები