ცნობილი ადამიანები

ხოაკინ ფენიქსსა და რუნი მარას შვილი შეეძინათ, რომელსაც რივერი დაარქვეს

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა

ხოაკინ ფენიქსსა და რუნი მარას პირველი შვილი შეეძინათ.

ამის შესახებ რეჟისორმა, ვიქტორ კოსაკოვსკიმ, ციურიხის ფილმის ფესტივალზე თქვა. ხოაკინ ფენიქსი კოსაკოვსკის ფილმის, Gunda-ს აღმასრულებელი პროდიუსერია.

"მას ახლახან შვილი შეეძინა, ულამაზესი ვაჟი. რივერი დაარქვეს". – თქვა რეჟისორმა.

რივერ ფენიქსი ხოაკინ ფენიქსის ძმას ერქვა. იგი 1993 წელს, 23 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები