არჩევნები 2020

ვაშაძე: საჩხერის მოდელით, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა, საქართველო ვერ განვითარდება

დღევანდელი საჩხერის მოდელით ჩვენს საქართველოს ნამდვილად ვერ გავაერთიანებთ და გავამთლიანებთ, რადგან საჩხერეში არის უკიდურესი შიმშილი და სიღარიბე. მოსახლეობის 14.5% უკიდურესად მშიერია და არანაირი მძლავრი ეკონომიკა არ არსებობს ამ ქალაქში. სწორედ ამით განსხვავდება "დამსხვრეული ოცნება" ჩვენგან, რომ ისინი ეძებენ საჩხერის მოდელს, ჩვენთვის კი წარმატებული მოდელი არის აღმშენებლობა, იუსტიციის სახლები და ის ამბიცია, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ჰქონდეს ძალიან მაგარი რეფორმები და, რაც მთავარია, მოიტანოს სიკეთე საქართველოს თითოეულ ოჯახში. სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს ეხმიანება, რომ "საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს".

კომენტარები