ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი, 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

partner.sciencenorway.no

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, გარდაცვლილი 59 წლის ქალია, რომელიც ბათუმიდან იყო გადმოყვანილი. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 ადამიანი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები