არჩევნები 2020

ვაშაძე: არაფერი ახლის შექმნა არ შეუძლია არც გახარიას და არც "დამსხვრეული ოცნებების" პარტიას

ჩვენი საერთო კონსენსუსი და შეთანხმება უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც "დამსხვრეული ოცნებების" პარტიას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აღმშენებლობისკენ არის სიახლე, ცვლილებები,  ახალი პროექტები და რეფორმები, გაადამიანურებული პოლიტიკა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც უამრავ ტკივილს, რაც ხალხს აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს, დანარჩენი ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს.

კომენტარები