სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას. უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა, სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას. აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!
tbl.ge/53r7
დაკოპირდა

გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- გახარია: საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები ყოველდღე ხვდებიან წინააღმდეგობებს
- გომელაური: ღობე იქნება თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა
- გომელაური: სადაც ოსურ-რუსული მხარე მავთულხლართებს ავლებს, ეგ ტერიტორიები 2008 წელს დავკარგეთ
- სუს: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცთან, სადაც დილით გამოჩნდნენ, არ არიან
- ბოკერია ატოცზე: საჭიროა ზეწოლა რუსეთზე, საზიანოა, რომ მთავრობა ამ ნაბიჯებს არ დგამს