AC Milan-ის თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
იბრაჰიმოვიჩმა ტესტი დღეს, 24 სექტემბერს გაიკეთა და მისი პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა AC Milan-ის სხვა ფეხბურთელს, ლეო დუარტესაც. ის და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ლიგის დღევანდელ თამაშს გამოტოვებენ.