ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მადრიდის "რეალი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის იჯარაზე მუშაობს

Zimbio.com

მადრიდის "რეალს" შეტევის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარება ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებით სურს. Cadena Copa-ს ცნობით, ზამთარში, "სამეფო კლუბი" "ლოს ანჯელეს გელექსიდან" 37 წლის შვედს იჯარით აიყვანს.

ამერიკის MLS-ის ჩემპიონატში, სეზონი დეკემბერში მთავრდება. "რეალი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნახევარწლიან იჯარას შესთავაზებს, ზაფხულიდან კი, ვეტერანი მეგოლე კვლავ ამერიკაში დაბრუნდება.

ასაკის მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩი ამერიკაში მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა. შვედმა "ლოს ანჯელეს გელექსის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის ავტორი გახდა.

კომენტარები