შავი ქვრივი

დისნეიმ შავი ქვრივის პრემიერა 2021 წელს გადაიტანა

Syfy Wire

კინოსტუდია Disney-მ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმების პრემიერების თარიღები კიდევ ერთხელ შეცვალა. 

Marvel-ის სუპერგმირზე, ნატაშა რომანოვზე, იმავე შავ ქვრივზე შექმნილი ბლოკბასტერი 2020 წლის 6 ნოემბრის ნაცვლად 2021 წლის 7 მაისს გამოვა.

სხვა მსხვილი პრემიერების განახლებული თარიღები ასე გამოიყურება:

The Empty Man - 23 ოქტომბრის ნაცვლად 4 დეკემბერი

Death on the Nile - 23 ოქტომბრის ნაცვლად 18 დეკემბერი

The King's Man - 2021 წლის 12 თებერვლის ნაცვლად 2021 წლის 26 თებერვალი

West Side Story - 2020 წლის 18 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 10 დეკემბერი

Eternals - 2020 წლის 5 ნოემბრის ნაცვლად 2021 წლის 12 თებერვალი

კინოკომპანიამ არ შეცვალა Pixar-ის მომავალი ანიმაციის, Soul-ის გამოსვლის თარიღი, მულტფილმი ეკრანებზე მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები