არჩევნები 2020

ვაშაძე: საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა, თუმცა ასეთ მთავრობაშიც არის წამყვანი ძალა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, იბრძვის არჩევნებში პირველი ადგილის დასაკავებლად, მაგრამ ამის შემდეგ რომ იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესების გამომსახველი მთავრობა, შეუძლებელია ამის განხორციელება, თუ არ იქნება ეს მთავრობა კოალიციური. 

ფორმულირება, როგორც იტყვიან გემოვნების საქმეა, მაგრამ კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ყველა კოალიციურ მთავრობაში არის წამყვანი ძალა და არის მოკავშირეები, რომლებიც ამ წამყვან ძალას უერთდებიან. 

ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ფორმულას ეთერში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში მისი ნათქვამი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებასთან, რომლის აზრითაც ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან ნაციონალური მოძრაობა აიღებს, ან საქართველო დაიღუპება.

კომენტარები