ნავალნის მოწამვლა

პესკოვი ნავალნიზე: თავისუფალია რუსეთში დაბრუნდეს

დმიტრი პესკოვი
Shamil Zhumatov

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის, თქმით, ის მოხარულია რომ ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გამოწერეს და გამოჯანმრთელების გზას ადგას. 

მისვე თქმით, ნავალნი თავისუფალი რუსეთში დაბრუნდეს ისევე, როგორც რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

კომენტარები