აშშ-ვენესუელა

აშშ-მ ვენესუელის 5 დეპუტატს სანქციები დაუწესა მადუროს მხარდაჭერისთვის

სტივენ მნუჩინი
CNBC

აშშ-მ ვენესუელის 5 დეპუტატს სანქციები დაუწესა მადუროსა და დაგეგმილი საკანონმდებლო არჩევნების მხარდაჭერისთვის, რომელიც ვაშინგტონის აზრით, დიდი ალბათობით, გაყალბდება. 

მათ ბრალად ედებათ მადუროს რეჟიმთან დაახლოებული პოლიტიკოსებით ოპოზიციურ პარტიებზე კონტროლის დამყარება.

"ეს ძირს უთხრის ამ რეჟიმის ნებისმიერ სანდო ოპოზიციურ გამოწვევას". – წერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი.

აშშ-ს სახაზინოს მდივანი სტივენ მნუჩინი, აცხადებს, რომ აშშ მადუროს რეჟიმს და მის მხარდამჭერებს პასუხისმგებლობას დააკისრებს კორუფციისთვის.

სახაზინომ სანქციები დააკისრა ვენესუელის ოთხი მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც მადუროს მხარდამჭერმა უზენაესმა სასამართლომ დანიშნა ან რომლებიც სასამართლოს მიერ მათი ლიდერობის ცნობას ითხოვენ.

სანქციებით მათ აშშ-ში ნებისმიერ აქტივი ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

სანქცირებულებს შორის არის უილიამ ბენავიდსი, ულტრამემარცხენე პარტიის Tupamaro-ს ლიდერი, რომელიც მადუროს მხარდამჭერია.

საქმე ისაა, რომ პირველ ივლისს ვენესუელას ცესკომ, რომელიც ასევე მადუროს მართულია, დააანონსა, რომ არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართება. ვენესუელის გარდამავალმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ კი თქვა რომ არჩევნებში მონაწილობას არ მიიღებს და თანამოაზრეებსაც ამისკენ მოუწოდა, რადგან ვენესუელის ცესკოს წარმომადგენლები მადუროს მიერ კონტროლირებული უზენაესი სასამართლოს მიერ შერჩეულები არიან. მის ბოიკოტს 37 ოპოზიციური პარტია შეუერთდა. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდება და მასში მონაწილეობა დიქტატურასთან კოლაბორაციაა

უკანასკნელი სამი თვის მანძილზე კორუმპირებული, მადუროს რეჟმთან დაახლოებული ოპოზიციური პარტიის წევრები ვენესუელას სამი ერთერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეცვლას ითხოვდნენ. ვენესუელას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეები მადუროს რეჟიმთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ გადაწყვიტეს, რაც ნიშნავს რომ ამ პარტიებს მადუროს რეჟიმთან დაახლოებული პირები ჩაუდგნენ სათავეში. 

სექტემბრის დასაწყისში აშშ-მ ვენესუელაში ოთხ პირს საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის სანქციები დაუწესა.

ვენესუელაში ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა.

კომენტარები