შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამიტი გადადო Covid-19-ით ინფიცირებულ დაცვასთან კონტაქტის გამო

შარლ მიშელი
AJ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, მიმდინარე კვირას ჩანიშნული ევროკავშირის სამიტი პირველ ოქტომბრამდე გადადო მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ დაცვასთან კონტაქტი ჰქონდა. 

მართალია, მას 21 სექტემბერს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, მან დღეს გაიგო ინფიცირებული დაცვის მდგომარეობაზე და ის ახლა კარანტინშია

შარლ მიშელს დაცვასთან კონტაქტი გასული კვირის დასაწყისში ჰქონდა

ბელგიაში 103 000-ზე მეტ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, აქედან 9 950 გარდაიცვალა. 

კომენტარები