კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია

იმედი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 

"საერთო ჯამში, ახლა უკვე გვყავს დღევანდელი მონაცემებით, 16 კრიტიკული პაციენტი, ძალიან მძიმე. ზოგადად მძიმე პაციენტები არიან, მაგრამ კრიტიკულია მხოლოდ 16". – ამბობს ენდელაძე. 

დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 ადამიანი, გარდაიცვალა - 2. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები