კახა კალაძე

გუშინ თქვა რომ არ უყვარს, მაგრამ კალაძემ რამდენიმე საათში ისევ წარსულზე ილაპარაკა

მიხედავად იმისა, რომ "ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, გუშინ, 18 სექტემბერს, თქვა, რომ წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს, დღეს, 24 საათზე ნაკლებ დროში, კვლავ წარსულსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ილაპარაკა. 

კალაძე სიტყვით სამტრედიაში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე გამოვიდა. 

"მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მართლაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, დაგეფიქსირებინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და ძალიან რთული იყო. თუ როგორ გამოვიარეთ ეს, მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით.

 

საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც საააკშვილის რეჟიმი არ შეხებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით, როგორც ეს ნორმალურ, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ხდება, არჩევნების გზით მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები." - უთხრა კალაძემ სამტრედიელებს 24 საათზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც ქუთაისელებს უმტკიცებდა, რომ წარსულზე საუბარი არ უყვარს.

კომენტარები