არჩევნები 2020

გახარია: არ ვართ მდიდარი სახელმწიფო, რომ შეგვეძლოს ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც გვინდა

ყველას გვესმის, რომ სახელმწიფოს აქვს შეზღუდული რესურსები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო, რომ შეგვეძლოს ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც გვინდა. როდესაც გაქვს უაღრესად მძიმე არჩევანი, სოციალურად დაეხმარო შენს მოქალაქეს პანდემიის დროს თუ ააშენო გზა, ან დაეხმარო გლეხს, გახდეს ფერმერი, ან – მევენახეს, მოიყვანოს ყურძენი და ა.შ, რა თქმა უნდა, ეს არის რთული არჩევანი და ეს ის არჩევანია, რომელსაც ყველანი ერთად ვაკეთებთ.

თქვა საქართველოს პრემიერმინისრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.

კომენტარები