არჩევნები 2020

"უკვე ორნი გისმენთ!" - ელისაშვილმა და იოსელიანმა საარჩევნო ბანერზე თავიანთი ნომრები დაწერეს

facebook.com/AlexanderElisashvili

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა და პარტია მოქალაქეების პრემიერობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო ბანერზე თავიანთი ტელეფონის ნომრები განათავსეს. 

"უკვე ორნი გისმენთ! მე და ლევან იოსელიანი - Levan Ioseliani 593 584052". - წერს ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

თავდაპირველად, საარჩევნო ბანერზე საკუთარი ნომერი, 16 სექტემბერს ელისაშვილმა განათავსა

მან ხალხს მოუწოდა, დარეკონ მითითებულ ნომერზე და საბურთალოს პრობლემებზე ესაუბრონ.  

"ის გვინდა, ამ ბანერით ვთქვათ, რომ გვინდა, ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის და არა რაღაც ყალბი, დაყენებული სახეებით სტუდიებში რომ გადაიღებენ და იღიმიან. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ, თავს არ დავზოგავ". – თქვა ელისაშვილმა.  

კომენტარები