არჩევნები 2020

კობახიძე: ორგანიზაცია, რომელმაც 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, უთავმოყვარეოა

როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმაზე, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება, ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ.

მე კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად, ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი IRI-ის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 15% - ენმ-ს, 4% ევროპულ საქართველოს, ასევე 4-4% პატრიოტთა ალიანსს და სტრატეგია აღმაშენებელს, 3% ლეიბორისტულ პარტიას, 2-2% სამოქალაქო მოძრაობას, ლელოს და გირჩს, 1% - დემოკრატიულ მოძრაობას. 2% - სხვას, 3% - არცერთს, 23%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კომენტარები