IRI-ის კვლევა

IRI: ყველაზე მეტი, 25% ამბობს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 25%-ს ქვეყანაში, ქალაქსა თუ სოფელში, არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია.

გამოკითხულთა 12% უმთავრეს პრობლემად სასმელი წყლის არარსებობას ასახელებს. ასევე 7% ეკონომიკას, 5% კი გზების პრობლემებს.

ამავე კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა ოჯახში დღეს, რესპოდენტების 31% კვლავ უმუშევრობას ასახელებს, 15% ეკონომიკურ მდგომარეობას, 8% კი სიღარიბეს.

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა.


გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5%-ია. 

პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რადგან რიცხვები დამრგვალებულია.

კომენტარები