კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 მლნ-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 21 მლნ-ზე მეტი

GETTY IMAGES

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა.

მათგან 21 808 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 945 159 გარდაიცვალა. 

კორონავირუსის აქტიური 7 288 757 შემთხვევიდან 1%-ის (61 244 პაციენტი) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 7 227 513-ის კი - საშუალო ან მსუბუქი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 6 828 301; გარდაიცვალა

201 348 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 მილიონზე მეტი. სწორედ ამერიკამ ჩაატარა კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტირება.

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს ინდოეთი მოსდევს, მესამე ადგილზე ბრაზილიაა.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 2758 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1412 გამოჯანმრთელდა, 19 – გარდაიცვალა.

კომენტარები