არჩევნები 2020

ჯაფარიძე მოგიწოდებთ, არჩევნებამდე მშობლებს დაუჯეროთ, რომ სანაცვლოდ მათ ხმა გირჩს მისცენ

https://www.facebook.com/japaridzez

გირჩის ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამომრჩეველს მოუწოდებს, არჩევნებამდე მშობლებს დაუჯერონ, რომ სანაცვლოდ მათ არჩევნებზე ხმა გირჩს მისცენ. 

"თუ გირჩის მხარდამჭერი ხარ, დიდი შანსია ისეთ ასაკში იყო, როცა ბევრ რაღაცას გთხოვენ და თუ მართლა გჯერა იმის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაშინ დილით ჭამე და ისე გადი სახლიდან, იმეცადინე, თბილად ჩაიცვი, თავს გაუფრთხილდი, ადი, ჭამე და ისევ ჩადი, დროზე მიდი სახლში, ადამიანურ დროს დაიძინე და შეეშვი სიგარეტს. 

უჯიგრე ეს ყველაფერი მშობლებს და გაუცვალე იმაში, რომ ხმა მისცენ გირჩს. იდეაში არ არის ცუდი ბარტერი". – ამბობს ჯაფარიძე. 

კომენტარები