ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა საბაზისო მონეტარული განაკვეთი 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. 

ამ გადაწყვეტილების მიზეზად რეგულატორის განცხადებაში დასახელებულია ინფლაციის კუთხით არსებული რისკები, თავის მხრივ ამ რისკების არსებობის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებამ შეიძლება, კიდევ უფრო გაზარდოს ინფლაციის ტემპი.

ამასთანავე, სებ-ი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ნაწილობრივ მაინც ასრულებს იმ როლს, რომელიც შერბილებულ მონეტარული პოლიტიკას უნდა შეესრულებინა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიზისის დაწყების მომენტიდან მონატარული პოლიტიკის განაკვეთი 1 საბაზისო პროცენტული პუნქტით შეამცირა, რითიც დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის დასრულების პროცესი. 

მონატარული კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები