ტურიზმი

გახარია: საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტ-კრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი.

პოსტ-კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება.

ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოში ექვს თვეზე მეტია რეგულარული ფრენები შეწყვეტილია. ფრენის უფლება მხოლოდ Lufthansa-ს, Air Baltic-ს და Air France-ს აქვთ - კვირაში ორჯერ. ასევე, აირზენა ასრულებს რამდენიმე ჩარტერულ ფრენას ევროპის დედაქალაქებიდან.

კომენტარები