ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქვრივიშვილი: 15 სექტემბრიდან კარანტინის ვადა 9 დღემდე შემცირდება

GHN.GE

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოში 15 სექტემბრიდან კარანტინის ვადა 9 დღემდე შემცირდება.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, ანუ 15 სექტემბრიდან კარანტინის ვადა იზღუდება 9 დღემდე, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია". – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები