არჩევნები 2020

კახა კუკავა კენჭს ვაკეში იყრის

რუსთავი 2

თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა კენჭს ვაკის რაიონში იყრის – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ასევე კენჭს იყრიან ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოდან, ნოდარ ტურძელაძე ქართული ოცნებიდან, ლევან კობერიძე ლელოდან.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები