არჩევნები 2020

ინაშვილი, ლომია, ენუქიძე, სეფიაშვილი – პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სია

პუტინისტურმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა ქუთაისში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სია წარადგინა. სიაში პირველ ნომერი ირმა ინაშვილია, მეცხრე – მომღერალი ცისანა სეფიაშვილი. საარჩევნო სიაში არ არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი. 

პირველი არხის ცნობით, პარტიის საარჩევნო სიის კანდიდატები არიან:

1. ირმა ინაშვილი; 2. გიორგი ლომია; 3. გოჩა თევდორაძე; 4. ავთანდილ ენუქიძე; 5. ზაზა (გელა) მიქაძე; 6. ნანა დევდარიანი; 7. ფრიდონ ინჯია; 8. დავით ზილფიმიანი; 9. ცისანა სეფიაშვილი; 10. მერაბ ჭიქაშვილი; 11. გურამ ნიკოლაიშვილი; 12. მარინა მოლოდინი; 13. ვახტან ყოლბაია; 14. სამველ პეტროსიანი; 15. ეკა მირიანაშვილი; 16. არჩილ ლეკიშვილი; 17. ბესიკ ცქიფურიშვილი; 18. ანი კიკნაძე; 19. დავით გიორგობიანი; 20. მარიამ ბათირიშვილი; 21. მაია კუტუბიძე; 22. გოდერძი ამაშუკელი; 23. თომა ხაბეიშვილი; 24. მახირ უსუბოვი; 25. ტატიანა მარტინენკო.

ქუთაისში პუტინისტური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წარდგენის ღონისძიება კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარტიის წევრებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შორის.

პატრიოტთა ალიანსის წევრი, გიორგი ლომია გააღიზიანა კითხვამ – "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და არის თუ არა პუტინი ჩვენი მტერი". კონტრაქციის მონაწილეს სურდა ლომიასთვის გადაეცა სტიკერი პუტინის გამოსახულებით, რაზეც ლომიამ უთხრა:  "ეს შუბლზე მიიკარი" და ამის გაკეთებაც სცადა.

სამოქალაქო აქტივისტებმა პატრიოტთა ალიანსის წევრებს "პუტინის მონები" უწოდეს და მათ სიმბოლურად ჭიქებში ჩამოსხმული რუსული ბორშჩიც დაურიგეს.

კომენტარები