საფოსტო ბარათი

მიჩიგანში მცხოვრებმა ქალმა 1920 წლით დათარიღებული საფოსტო ბარათი მიიღო

აშშ-ის შტატ მიჩიგანში მცხოვრებმა ქალმა, ბრიტანი კიჩმა, საფოსტო ყუთის შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომ 1920 წლით დათარიღებული საფოსტო ბარათი მიიღო.

კიჩის თქმით, მას თავდაპირველად ბარათისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან სხვა საქმეებით იყო დაკავებული.

"ვიფიქრე, რომ ძალიან უჩვეულო იყო საფოსტო ბარათის მიღება, რადგან დღეს ამას არავინ აღარ აკეთებს. თუმცა, ეს უბრალოდ განსხვავებულ ფაქტად ჩავთვალე". – თქვა მან.

ამის შემდეგ მან შენიშნა, რომ საფოსტო ბარათი 1920 წლის 29 ოქტომბრით თარიღდებოდა. მისამართად მითითებული მიჩიგანის ქალაქი ბელდინგი იყო, ხოლო წერილი როი მაქქუინის სახელზე იყო გაგზავნილი.

"ძვირფასო ბიძაშვილებო, 

იმედი მაქვს, ეს მოგაგნებთ. ჩვენ ყველანი კარგად ვართ, მაგრამ დედას მუხლებში საშინელი სისუსტე აქვს. ახლახანს დავამთავრე ისტორიის გაკვეთილი და დაწოლას ვაპირებ. მამაჩემი წვერს იპარსავს და დედაჩემი თქვენს მისამართს მკარნახობს. იმედი მაქვს, რომ ბებია და ბაბუა კარგად არიან. მოწერა არ დაგავიწყდეთ". – წერია წერილში.

საფოსტო ბარათს ჰელოუინის სცენა ეხატა - კატა ცოცხით ხელში, ღამურა, ბატი და ჯადოქარი ქალი.

წერილის ავტორი ფლოსი ბიურგესი იყო.

ბრიტანი კიჩის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, როგორ აღმოჩნდა წერილი მასთან.

"მე ორი არაჩვეულებრივი ქალი მეხმარება გენეალოგიის დადგენაში". – დაწერა მან.

კომენტარები