კორონავირუსი საქართველოში

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

შსს-ს ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი.

"მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას". – აცხადებს შსს.

სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, აქედან 152 - ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები