საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
საქართველოში Covid 19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი, 158 შემთხვევა 12 სექტემბერს გამოვლინდა.
სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.





