ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცრების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

CNN

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცრების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ტაბულას იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ დაუდასტურა.

შალამბერიძის ცნობით, ახალი ინფიცრებული პირები 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან კონტაქტებია.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს ახალი კორონავირუსი გუშინ, 10 სექტემბერს დაუდასტურდა.

ცნიობისთვის, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში დღეს PCR ტესტი 300-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. ტესტზე პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები