ახალი კორონავირუსი საქართველოში

კურიერის ჟურნალისტი: დამიდასტურდა COVID 19, სიცხე არ მაქვს, ვგრძნობ ტკივილს ზურგში და სახსრებში

თეონა ცხომელიძე / Facebook

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომელს, ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხომელიძე ვარაუდობს, რომ მას ვირუსი გადაედო რესპონდენტისგან, თაკო ჩარკვიანისგან, რადგან სხვა ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

"არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში [...] ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც, შესაძლოა, ჩემგან ინფექცია გადასდებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობ ეპიდემიოლოგებთან, რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე. გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან". – წერს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე.

სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატ თაკო ჩარკვიანს COVID 19 დღეს დაუდასტურდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ამ დროისთვის კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, არხის თანამშრომლებს კოვიდზე ტესტი ჩაუტარდათ.

ცნობისათვის, 9 სექტემბერს ახალი კორონავირუსი ტელეკომპანია პირველის თანამშრომელსაც დაუდასტურდა.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

კომენტარები