არჩევნები 2020

ჩიხლაძე: "ოცნების" კანდიდატების პრობლემა მათ ხედვაშია და არა პროფესიაში

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ქართული ოცნების სიაში. ყველა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს პარლამენტში. არავის არ აუკრძალავს დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომ, მაგალითად, სპორტსმენი არ შეიძლება იყოს პარლამენტარი. ეკონომისტს, იურისტს, ექიმს, ინჟინერს და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია იყოს პარლამენტში. აქ მთავარი და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის ქმედებას, თუ რა ხედვა აქვს, ცნობილია თუ არა მისთვის ქვეყანაში არსებული პრობლემები,  როგორია მისი გადაწყვეტის გზები და ა.შ. სპორტსმენმა შეიძლება სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ახალგაზრდობის პოლიტიკაზე იზრუნოს და, რატომაც არა, იყოს პარლამენტში. მაგრამ ეს ხედვები დღეს მათ არ გააჩნიათ. მათ შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ წარუდგენიათ, არ იციან, რა პრობლემებია საქართველოში, არ დაუსახავთ გამოსავლის გზები და სწორედ, აი, ეს არის პრობლემა და არა მათი პროფესია.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენას ეხმიანება.

კომენტარები