გიორგი შაქარაშვილის საქმე

ნიკოლაძე ხომასურიძის დაკავებაზე: მისი მხრიდან მუქარები იყო რეალური, მივმართე შსს-ს

ფორმულა / Screengrab

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ.- ს მამის თამაზ ხომასურიძის მუქარები რეალური იყო და ამასთან დაკავშირებით თავად მიმართა შსს-ს. 

"მივმართე სამინისტროს ამაზე. ორთვე-ნახევარი ვაცდიდი, იქნებ ცოტა გონს მოგებულიყო, მაგრამ ბოლოს იმდენად გაართულა ყველაფერი, რომ მართლა ანგარიშგასაწევი გახდა მისი ქმედებები. გიორგის ოჯახმაც დამიდასტურა რომ უკვე ისინიც თვლიდნენ, რომ მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან. მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენდნენ, ის და გარკვეული ჯგუფი, გამოძიებას უშლიდნენ ხელს. ამირხანაშვილსაც, ბრეგვაძესაც ემუქრებოდა". - ამბობს მირიან ნიკოლაძე ფორმულასთან საუბრისას. 

მისივე თქმით, თამაზ ხომასურიძე მას Facebook-ზე მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა. 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არასწრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყებაში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომენტარები