არჩევნები 2020

ირაკლი კობახიძემ "ბევრი არ გააგრძელა" და თავი დოქტორად და პროფესორად წარადგინა

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მესამე ნომერი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეა. საკუთარი თავი მან თავადვე წარადგინა.

"სიის მესამე ნომერი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე" - თქვა მან.

ირაკლი კობახიძე 2016 წლიდან 2019 წლის ივნისამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანისა და პარლამენტში, სპიკერის სკამში ჩასმის შემდეგ დაწყებული პროტესტის გამო დატოვა. სწორედ მისი დამტკიცებული გეგმით დაუფინეს ფიანდაზები რუს დეპუტატებს და "პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასები" დაუგეგმეს.

კომენტარები