არჩევნები 2020

გახარია: ჩვენი ამომრჩეველი გასცემს პასუხს, რა დამსახურებისთვის წარმადგინეს

"ამ კითხვას პასუხს გასცემს ჩვენი ამომრჩეველი" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ტაბულას კითხვას, რა დამსახურებისთვის წარადგინა მმართველმა პარტიამ კვლავ პრემიერობის კანდიდატად და მიაჩნია თუ არა 20 ივნისი მთავარ დამსახურებად გუნდის წინაშე.

ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა. ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

გიორგი გახარია ქართული ოცნების მთავრობაში ჯერ ეკონომიკის მინისტრის, შემდეგ კი შს მინისტრის პოსტს იკავებდა. 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ.

მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს, 2019 წლის 3 სექტემბერს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა. 

კომენტარები