არჩევნები 2020

ოცნების სიის მე-16 ნომერი დავით კაჭარავაა, რომელმაც მორაგბის კარიერა 2 დღის წინ დაასრულა

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-16 ნომერია დავით კაჭარავა, რომელმაც მორაგბის კარიერა ორი დღის წინ დაასრულა. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

დავით კაჭარავამ მორაგბის კარიერის დასრულების შესახებ Facebook-ზე 8 სექტემბერს დაწერა. 

"მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია. მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი, მისი წარმატებისთვის მებრძოლა. რაგბმა ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე! მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები....თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო, რითიც და როგორც შემეძლება... წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს! რაგბი ჩვენი თამაშია!" - დაწერა კაჭარავამ. 

ქართული სიის ოცეულში კიდევ ერთი სპორტსმენია - მე-13 ნომერი იქნება კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე.

კომენტარები