ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცაგერის სამ სოფელში გადაადგილება შეიზღუდა

ცაგერის მერია

ცაგერის სამ სოფელში, ლაჯანაში, სპათაგორში და ორდელში გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ცაგერის მერიაში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი – სოფლებში შემსვლელ ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი, სოფლებიდან გასვლა კი შეზღუდულია მანამდე, სანამ ტესტის შედეგები ცნობილი არ გახდება.

"სოფლებში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და მოწმდება აბსოლუტურად ყველა პიროვნება". – უთხრეს ტაბულას ცაგერის მერიაში.

მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში, დღეის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცრების 12 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 7 - ბოლო 24 საათში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები