ნავალნის მოწამვლა

UNHCR: რუსეთს ნავალნის საქმის გამოძიებისკენ დაჟინებით მოვუწოდებთ

მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა რუსეთს დაჟინებით მოუწოდა, რომ ჩაატაროს გამოძიება გერმანიის მიგნებებზე, რომ რუსი ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს. 

მოსკოვი აცხადებს, რომ არ უნახავთ მტკიცებულება, რომ ის მოწამლულია. 

აუცილებელია რუსმა მაღალჩინოსნებმა სრულიად გამოიძიონ თუ ვინაა პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე - "ძალიან სერიოზული დანაშაული, რაც რუსეთის მიწაზე ჩაიდინეს".

"გასული ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ან უცხოეთში ამჟამინდელი ან ყოფილი რუსი მოქალაქეების  მოწამვლის ან მკვლელობების სხვა ფორმების უამრავი შემთხვევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია". - აღნიშნა მან.

მან სკრიპალების და ალექსანდერ ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეები გაიხსენა. 

ნოვიჩოკზე და პოლინიუმ-210-ზე, რითაც ლიტვინენკო მოწამლეს, ბაჩელეტმა თქვა "ეს არაა ის მასალები, რის ყიდვას აფთიაქში ან ფარმაცევტულ მაღაზიაში შეძლებთ".

მან თქვა, რომ სრულფასოვანი სამართლებრივი პროცედურები არ ჩატარებულა წინა შემთხვევებში, რამაც გამოწვია რუსეთში "თითქმის სრული დაუსჯელობა".

8 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ბერლინში მდებარე კლინიკა, შარიტეს ექიმებმა ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა, რუსი ოპოზიციონერი ცუდად გახდა ტომსკი-მოსკოვის ფრენის დროს, რის შემდეგაც ბორტი ქალაქ ომსკის აეროპორტში დაჯდა. ომსკში ნავალნი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

კომენტარები