არჩევნები 2020

ვაშაძე სააკაშვილზე: როცა გავხდები პრემიერი, მასაც ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში

როცა მე გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, დავამთავრებთ ანგარიშსწორებას და რევანშს ამ ქვეყანაში, მასაც [მიხეილ სააკაშვილს] ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, ესაა ჩემი, როგორც გამაერთიანებელი პრემიერმინისტრობის კანდიდატის მთავარი ფუნქცია.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

კომენტარები