ახალი კორონავირუსი საქართველოში

ვარკეთილში მაღაზია "ზღაპარის" მენეჯერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

CNN

ვარკეთილში მდებარე სუპერმარკეტ "ზღაპარი"-ს მენეჯერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომპანიის მენეჯერი, სოფიო თარხნიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ვარკეთილის ფილიალის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

"არავინ არ არის არსად გადაყვანილი. ეპცენტრიდან არავინ არ დაკავშირებია, უბრალოდ თვითონ იზოლაციაშია. შეძლებისდაგვარად სხვადასხვა ობიექტებიდან არსებული თანამშრომლები ვმუშაობთ ამ ფილიალში, რომ არ გავაჩეროთ მუშაობის პროცესი. როგორც ვიცით, 12 დღის შემდეგ ვლინდება, ველოდებით 12 დღის გასვლას, ყველა არის თვითიზოლაციაში, სახლებში. სავარაუდოდ, ყველა იმ პერსონალს, ვისაც შეხება ჰქონდა ამ ობიექტთან ჩაუტარდება ტესტი და შემდეგ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას". – ამბობს სოფიო თარხნიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

ბოლო 24 საათში საქართველოში Сovid-19-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 1650 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1310 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება 299 პირი. ახალი კორონავირუსული ინფექციის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები