ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან აღადგენს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის თქმით, აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა ხვალიდან განახლდება. 

"აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს". – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთი თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო არხმა მაუწყებლობა 5 სექტემბერს შეწყვიტა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.

კომენტარები